აქ ყველაფერი ექსკლუზიურია, როცა საქმე ლუდს, ევროპულ ღვინოს, კოქტეილს, ვისკის, არაყს, ჯინს ეხება. Forbes Woman-ის ფურცლებზე ახლა „პრემიერ ჯგუფის“ შესახებ მოგიყვებით. კომპანიის ისტორია 2019 წელს იწყება, მაშინ როცა ის საქართველოში წამყვანი ბელგიური ლუდსახარშების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. მერე იყო ჰოლანდიური ლუდსახარში, ავსტრალიური ღვინო, იტალიური და ესპანური ბრენდები. მალევე „პრემიერ ჯგუფი“ ალკოჰოლური სასმელების მიმართულებას გასცდა და სასტუმრო ინდუსტრიასა და დეკორატიული კოსმეტიკის ხაზშიც შევიდა. მართალია კომპანია მხოლოდ 3 წლის არის, თუმცა მოსაყოლი უკვე ბევრია.
„პრემიერ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, თინათინ დიდავა გვიყვება, რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბელგიური ლუდია. ბაზარზე პირველი განაცხადი „პრემიერ ჯგუფმა“ სწორედ ამ პროდუქტით გააკეთა და ახლაც კომპანიის ასორტიმენტში ყველაზე ფართოდ ბელგიური ლუდია წარმოდგენელი. ბელგიურ ლუდზე არჩევანის გაკეთება ალბათ ლოგიკურიცაა, სხვადასხვა ისტორიული წყაროს ცნობით, იქ ლუდის ხარშვა ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაიწყეს. სად არიან დღეს? ამაზე ეს მცირე ისტორიული ექსკურსიც ბევრ რამეს ამბობს. ამ ეტაპზე „პრემიერ ჯგუფის“ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი ლუდსახარშების , როგორიც არის Chimay, Huyghe (Delirium,) Duvel Moortgat, მონასტრული და არომატული ლუდების ყველაზე ფართო არჩევანი. თუ თქვენი ფავორიტი ჰოლანდიური ლუდია, კომპანია ექსკლუზიურად თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ჰოლანდიურ ლუდსახართან, როგორი არის United Dutch Breweries და ასევე მაღალ გრადუსიანი ლუდის ბრენდი Oranjeboom 16% -იანი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა, საქართველო დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპული ღვინოებიც. ჩვენ ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ casella family -ის ავსტრალიურ Yellow tail-თან, რომელიც მსოფლიოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ღვინის ყველაზე საყვარელ ბრენდად არის აღიარებული. ასევე კომპანია „პრემიერ ჯგუფის“ ასორტიმენტშია იტალიური მეღვინეობა Tomassi-ს ღვინოები, საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ამ კომპანიის პროსეკო, ისევე როგორც ესპანური ცქრიალა ღვინო, კავა Juve de Camps-ს. ეს ის სასმელია, რომელიც მიშლენის მფლობელი რესტორნების განუყოფელი ნაწილია.“
თინა გვეუბნება, რომ ქართველ მოხმარებელს ძალიან მოსწონს ჰოლანდიური მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად აღიარებილი მზა კოქტეილების წარმოებაში Coppa-ს მზა კოქტეილები. იმისთვის რომ დააგემოვნოთ, მათ მხოლოდ ყინულის დამატება სჭირდება. ეს კომპანია მსოფლიოში წამყვანი 14 სახეობის კოქტეილს აერთიანებს. ისეთებს, როგორებიც არის ნეგრონი, მოჰიტო, მაი ტაი და სხვა.
„პრემიერ ჯგუფი“ ბაზარზე საკუთარი სპეციალიზებული შოუ რუმით „პრემიერ ალკო“-თია წარმოდგენილი, რომელიც თბილისში, ვასილ ბარნოვის 76 ნომერში მდებარეობს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას საკუთარი ონლაინ მაღაზიითაც – www.premiere.ge – ახდენს, თუმცა მისი ძირითადი მიმართულება დისტრიბუციაა და ასე „პრემიერ ჯგუფის“ პარტნიორი ბრენდების ასორტიმენტს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ობიექტებზე შეხვდებით, როგორც სავაჭრო ქსელში, ასევე Horeca სექტორიში. როცა საქმე დისტრიბუციას ეხება, „პრემიერ ჯგუფი“ მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ბრენდების დისტრიბუცია პარნიორების მეშვეობით ამიერკავკასიის რეგიონში ხორციელდება.
„ჩვენ ჩამოთვლილ ბრენდებზე ექსკლუზივი რეგიონის მასშტაბით გვაქვს – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. ასევე ვფარავთ უკრაინას და გვჯერა რომ ეს მიმართულება მალე ისევ აქტიური გახდება. ჩვენი მიზანი ახლა არსებული ბაზრების მაქსიმალური ათვისება და გაყიდვების გაზრდაა. „პრემიერ ჯგუფის“ გუნდი ვმუშაობთ იმისთვის რომ ჩვენი პროდუქცია ამიერკავკასიის მასშტაბით კიდევ უფრო პოპულარული გახდეს“.
„პრემიერ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიის საფასო პოლიტიკა მსოფლიოში არსებული ტენდენციის ანალოგიურია და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. თინა გვიყვება, რომ გაძვირებულია ტრანსპორტის ხარჯი, გაზრდილია იმპორტის გადასახადი, ამ ფონზეც კომპანიის სტრატეგიაა, რომ საქართველოში არსებული ფასები მსოფლიო ფასების იდენტური იყოს. მაგალითად, „პრემიერ ჯგუფის“ ასორტიმენტშია ლუდი, რომელიც 6,50 ლარი ღირს და ლუდი რომლის, ფასიც 15 ლარია. ევროპული ღვინოების ღირებულება 25 -300 ლარის ფარგლებში მერყეობს. მზა კოქტეილები, სადაც თითო ბოთლიდან 6-7 ულუფის მომზადებაა შესაძლებელი, 60 ლარი ღირს.
„ბელგიურ ლუდებში ბაზარზე კონკურენტი ფაქტობრივად არ გვყავს, რადგან ჩვენს ასორტიმენტში ყველა წამყვანი პროდუქტია წარმოდგენილი.80-ზე მეტი დასახელების პროდუქტია, რაც შეეხება ევროპულ ღვინოებს, აქაც ჩვენი სეგმენტი გვყავს. ყველა პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ გამორჩეულია ხარისხით და ბრენდის განსაკუთრებული ისტორიით“.
ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის მიღმა, „პრემიერ ჯგუფი“ სულ მალე მორიგ განაცხადს სასტუმრო ბიზნესში გააკეთებს. კოვიდპანდემიის გამო, დროებით შეფერხებული სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. ახლა იქ ბოლო დეტალებზე მუშაობენ. ეს წინანდლის შუაგულში 15 ნომრიანი სასტუმრო „შატო წინანდალი“ იქნება, რომელიც სტუმრებს საკუთარი ღვინით გაუმასპინძლდება.
„შატო წინანდალი“ სტუმრებს ბიუჯეტურ ფასებს შესთავაზებს, რომლის ღირებულება საუზმის ჩათვლით 100-150 ლარი იქნება. ვვარაუდობთ, რომ სტუმრებს მომავალი წლიდან ვუმასპინძლებთ. მანამდე soft opening და სატესტო რეჟიმში გვექნება მუშაობა. „პრემიერ ჯგუფმა“ უკვე ჩამოასხა საკუთარი 5 სახეობის ექსკლუზიური, პრემიუმ ხაზის ღვინო. ღვინო „შატო წინანდალი“ გაყიდვაში ივნისის ბოლოდან ჩაეშვა- რქაწითელი, მწვანე, კაბერნე, საფერავი, რქაწითელი-მწვანე – ბაზრზე „შატო წინანდალი“ პირველ ეტაპზე ამ სახეობით იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ღვინო ცხადია გაიყიდება საქართველოს მასშტაბით და უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხადასხვა ქვეყნებთან, რათა ის ექსპორტზეც გავიტანოთ“, მოთხოვნაა, როგორც ევროპა, ასევე აზია, პირველი ექსპორტი აზერბაიჯანში ნოემბერში, გადის, ასევე ინგლისსა და იტალიაში.
“პრემიერ ჯგუფმა შეძლო და 3 წლიან განმავლობაში ქართულ ბაზარზე ბევრი მნიშვნელოვანი ბრენდი გააჩინა. ეს კომპანია ჩემთვის მესამე შვილივით არის, რადგან ყველა ბრენდთან ექსკლუზიური თანამშრომლობა დიდი შრომის და სიყვარულის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, რადგან ახლაც აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბრენდების მოძიებისა და გაყიდვების გაზრდაზე“.
მომავალი წლიდან 2 ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდი შემოგვემატება, რომელთაც ახლა მოეწერა ხელი ხელშეკრულებას და მომავალი წლიდან გამოჩნდება ჩვენს ბაზარზე.