ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა აღმოაჩინეს სინათლე შავი ხვრელების შეჯახებისას

7.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული შავი ხვრელების შეხვედრისა და შერწყმის შედეგად ასტრონომებმა სინათლე აღმოაჩინეს. ობიექტების შერწყმის შედეგად მდუღარე მატერიის მორევი წარმოიქმნა, რომლითაც გარშემორტყმულია უფრო დიდი შავი ხვრელი. ამ მორევს აკრეკვის დისკებს უწოდებენ, ის საკუთარი შავი ხვრელის ჰორიზონტზე ბრუნავს, აქ არსებულ წერტილებში გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლესაც კი არ შეუძლია გამოღწევა.

სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მეცნიერებს არასოდეს უნახავთ ორი შავი ხვრელის შეჯახება. შუქის არარსებობის პირობებში მეცნიერებს შეუძლიათ შავი ხვრელების შერწყმის იდენტიფიცირება მხოლოდ მათი გრავიტაციული ტალღების გამოვლენით. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შემდეგ, ასტრონომიაში ახალ დარგს ჩაეყარა საფუძველი და შეიქმნა ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია LIGO.

ახლა მეცნიერებმა პირველად დაუკავშირეს LIGO-ს აღმოჩენილი შეჯახება სინათლის ამოფრქვევას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად, შეჯახების ძალამ, გააგზავნა ახლად წარმოქმნილი შავი ხვრელი, აკრეკვის დისკის გარშემო არსებულ გაზში, რომელიც უფრო დიდი შავი ხვრელის გარშემოა.

ამ აღმოჩენის შესახებ, კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Physical Review Letters-ში სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წელიწადში სინათლის ახალ გამოვლენას დაინახავენ იმავე შავ ხვრელში.  ეს მოსალოდნელი იქნება, იმ პერიოდში, როცა შავი ხვრელი აკრეკვის დისკში კვლავ შევა.