პლასტმასას ზიანი და საფრთხე გარემოზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

Credit: Peter Linke/GEOMAR

პლასტმასას ნარჩენები გარემოსთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხმელეთისა თუ ოკეანის ბინადრებისთვის საზიანოა. პლასტმასას გადაყლაპვის ან მასში გახლართვის გამო ყოველდღიურად უამრავი თევზი თუ ფრინველი იღუპება. პლასტიკის ნაწარმი საკმაოდ გამძლეა და ბუნებაში მოხვედრისას მისი ნარჩენების დაშლა ორგანულ ნივთიერებებად, ფაქტობრივად, არ ხდება. მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცით, რამდენი ხანი რჩება პლასტმასის ნარჩენები გარემოში და ეს ცოდნა არ არის გამყარებული საკმარისი რაოდენობის გრძელვადიანი კვლევებით. ეს განსაკუთრებით ოკეანისა და ზღვების სიღრმეებს ეხება. სპეციალური რობოტებისა და წყალქვეშა სატრანპორტო მანქანების მიერ ნაპოვნი პლასტმასას ნარჩენების დათარიღება საკმაოდ რთულია.

მიუხედავად ამისა, 11 ივნისს სართაშორისო ჟურნალში “Scientific Reports” გამოქვეყნდა ზღვის სიღრმეში პლასტმასას დეგრადირების შესახებ ხანგრძლივი კვლევის შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მასალა გახდეს მომავალი კვლევებისთვის.

ექსპედიციის დროს გერმანულმა ხომალდმა SONNE და გერმანელმა მკვლევარება წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან მის 4000 მეტრ სიღრმეში ნაპოვნი ნარჩენების ნაწილების აღდგენა შეძლეს. საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად, შეძლეს მაღალი სიზუსტით დაეთარიღებინათ ნაპოვნი ნარჩენები. ერთ-ერთი ნაპოვნი ნივთი პოლიეთილენის პარკი იყო, რომელშიც სპეციალურად 1988 წლის დავისის თასისთვის გამოშვებული კოკა-კოლას ქილა აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, პარკიც იმავე პერიოდის უნდა იყოს. პოლიეთილენმა ალუმინის სრული კოროზიისგან დაცვაც კი შეძლო.

მეორე აღდგენილი ნივთი, რომელიც მეტად საინტერესო იყო საკვლევად, გერმანელი მწასმოებლის მიერ გამოშვებული ხაჭოს ყუთი აღმოჩნდა. მასზე დატანილი მისამართი 5 ციპრიან საფოსტო კოდს აჩვენებს, რაც გერმანიაში 1990 წლამდე არ გვხვდებოდა. თუმცა, ხაჭოს მწარმოებელი 1999 წელს კონკურენტმა კომპანიამ შეიძინა და მისი სახელიც ბაზრიდან გაქრა.

აღსანიშნავია, რომ არც პოლიეთილენის ყუთი და არც ხაჭოს შეფუთვა არ განიცდიდნენ ფრაგმენტაციისა და დეგრადაციის ნიშნებს. ფაქტია, რომ ორივე ნივთი ოც წელზე მეტია, რაც ოკეანის სიღრმეში აღმოჩნდა და ეს დრო არ იყო საკმარისი პლასტმასის ნივთიერებათა დაშლის დასაწყებად.