ნილ გეიმანისა და კრის რიდელის კოლაბორაცია ახალი წიგნისთვის

ინგლისელი მწერალი – ნილ გეიმანი დაახლოებით ათი წლის წინ დაწერილ, გამოუქვეყნებელ მოთხრობას წიგნად გარდაქმნის. იგი ყველა იმ ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი, რომელთაც უყვართ მეკობრეები და სათავგადასავლო ისტორიები, მზარეულობა და დონატები.

Photo Credits to Bloomsbury

ცნობილი ნაწარმოების – „ამერიკელი ღმერთების“ ავტორის ახალი ნამუშევარი 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება და მისი სახელწოდება იქნება Pirate Stew. აღსანიშნავია, რომ წიგნის ილუსტრირებაზე ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორი – კრის რიდელი იზრუნებს. ნილ გეიმანის თანახმად, მისი წიგნი გამოხატავს ყველაზე უცნაურ და ყველაზე მეკობრული ხასიათის მქონე თავგადასავალს. კრის რიდელი კი აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებაა კაპიტან გეიმანთან ერთ „ნავში ჯდომა და ახალი თავგადასავლების ძიება“.

კრის რიდელისვე ილუსტრირებულია გეიმანის წიგნები „სასაფლაოს წიგნი“ და „კორალაინი“.