ქალზე ძალადობის შემთხვევები და პოლიტიკური თანამდებობის პირები

Photo by Melanie Wasser

პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს განცხადებას წარმატებით დასრულებული სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ: დღეიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ორგანიზაციამ სასამართლოს 2016 წელს მიმართა და ამტკიცებდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.

სასამართლო დავის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმამ განაპირობა. შს სამინისტრო თვლიდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის საჯარო ინფორმაცია და ამ მოტივით სასამართლოს სამ ინსტანციაში იდავა:

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის (PHR) მოთხოვნა, რაც ვალდებულს ხდიდა შს სამინისტროს გაეცა აღნიშნული ინფორმაცია.
  • სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი.
  • უზენაესმა სასამართლომ კი შს სამინისტროს საჩივარი დასაშვებად არ ცნო.

დღეიდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან:

  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი
  • საქართველოს მთავრობის წევრები (მინისტრები)
  • აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები

სასამართლო დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შემდეგ PHR-მა კვლავ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე, საქართველოს პრეზიდენზე – არის თუ არა მათ მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.