ოსკარებისათვის ფილმების შერჩევის მეთოდი შეიცვალა

© ABC
© ABC

ახალი კორონავირუსის გამო ამერიკის კინოაკადემია ოსკარების დაჯილდოებისათვის ისეთ ფილმებსაც განიხილავს, რომლებიც მაყურებელმა მხოლოდ ონლაინ ნახა.

მსოფლიოში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, კინოთეატრები დახურულია, კინოინდუსტრია კი შეჩერებული. როგორც წესი, ოსკარებისათვის ასარჩევი ფილმების ჩვენება ლოს-ანჯელესის კინოთეატრებში მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა ახლა ისინი მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია ხელმისაწვდომი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფილმის ნახვა მთელი თავისი დიდებულებით მხოლოდ კინოთეატრებშია შესაძლებელი“ – ამბობს აკადემიის პრეზიდენტი, „ჩვენი დამოკიდებულება ამ მხრივ არ იცვლება, თუმცა COVID-19-მა, გვაიძულა ერთჯერადი გამონაკლისი დაგვეშვა.“