ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას „ორიენტ ლოჯიკი“ მულტინაციონალურმა ამერიკულმა კომპანიამ Red Hat ახალი სტატუსი მიანიჭა – Advanced Business Partner-ის სტატუსის მქონე კომპანიებს შეუძლიათ პარტნიორ ორგანიზაციებში დანერგონ ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა:
- Red Hat Open Hybrid Cloud
- Red Hat Openshift
- Red Hat OpenStack
- Red Hat Storage
- Red Hat Middleware
„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, „რედ ჰეტის“ ახალი სტატუსი მიგვეღო. ჩვენ ქართულ ორგანიზაციებს ვეხმარებით ამ ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ინოვაციური გადაწყვეტილების „ოფენშიფტი“ დანერგვაში. „ოფენშიფტი“ კონტეინერული პლატფორმაა და იდეალური გადაწყვეტილებაა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დეველოპმენტს ახორციელებენ. სახელმწიფო ელექტრონული სერვისების დამნერგავი ორგანიზაციები, საბანკო და საფინანსო ინსტუტიციები, საცალო ქსელებისა და ტელეკომუნიკაციის კომპანიები მთელს მსოფლიოში პროცესების გამარტივების, დროისა და ფულის დაზოგვის მიზნით სწორედ „ოპენშიფტს“ იყენებენ. „ოპენშიფტის“ დახმარებით, IT ინჟინრებს 80%-ით ნაკლები დრო ეხარჯებათ იგივე სამუშაოს შესრულებაზე, რომელსაც „ოპენშიფტის“ გარეშე ასრულებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ორგანიზაციებს იგივე მიზნების მისაღწევად უფრო ნაკლები ფინანსური რესურსი სჭირდებათ,“ – აცხადებენ „ორიენტ ლოჯიკში“.
„ორიენტ ლოჯიკი“ ამიერკავკასიის რეგიონში კომპანია „Red Hat“-ის მოწინავე პარტნიორია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმს Open Source გადაწყვეტილებების მიმართულებით.