19 აგვისტოს OPEC–ის მონიტორინგის კომიტეტმა ნავთობის წარმოების რეკორდული ვარდნის შედეგები განიხილა ივლისის თვის განმავლობაში, როდესაც ალიანსის ქვეყნებმა ნავთობის დღიური წარმოება 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს.
OPEC-ის მონიტორინგის კომიტეტი მოიცავს 8 ქვეყანას, რომლებიც ხელმძღვანელობენ ორგანოს მუშაობას. ესენია: ალჟირი, ვენესუელა, ერაყი, ყაზახეთი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რუსეთი და საუდის არაბეთი.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ზომის მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის, გაბონში, კონგოს რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, სამხრეთ სუდანში, ერაყსა და ნიგერიაში მაისიდან მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ივლისის განმავლობაში მათი ერთობლივი დღიური წარმოება 433,000 ბარელ ნავთობს გაუტოლდა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე გაცილებით უფრო მეტია.
კომიტეტის წევრები ივლისის თვეში დაკარგული მოცულობის ანაზღაურების გეგმაზე მუშაობენ. ამასთან, ზოგიერთმა ქვეყანამ ალიანსს წარმოუდგინა წარმოების შემცირების გრაფიკი აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში, რომელიც დავალიანების დაფარვას ითვალისწინებს.