One World: Together At Home | ონლაინ კონცერტი ლედი გაგას ორგანიზებით ჩატარდება

Photo by UN News

ღონისძიება სახელწოდებით „ერთი მსოფლიო: ერთად სახლში“ ონლაინ მაუწყებლობით 18 აპრილს გავა ეთერში. მისი მიზანია მადლობა გადაუხადოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და WHO-ს. ღონისძიების დირექტორი ლედი გაგაა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან – სერ ელტონ ჯონი, სერ პოლ მაკარტნი, ალანის მორისეტი, სტივი უანდერი, ბილი აილიში, ჯონ ლეჯენდი, კრის მარტინი და მრავალი სხვა.

კონცერტი რამდენიმე სოციალური მედიის პლატფორმაზე შეგვიძლია ვიხილოთ, მათ შორისაა – YouTube, Facebook, Instagram და Twitter.

„ჩვენ გვინდა ვიზეიმოთ ადამიანთა სულისკვეთების ძალა და მხარში დავუდგეთ მას“ – ამბობს გაგა.

საყურადღებოა, რომ ლედი გაგამ და ორგანიზაციამ Global Citizen, რომელთა ორგანიზებითაც კონცერტი ტარდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 35 მილიონი დოლარი გადასცეს. ლედი გაგამ განაცხადა, რომ კიდევ აპირებს თანხის გაღებას, თუმცა ეს ღონისძიება არ ტარდება ფულის მოსაზიდად: „გადადეთ საფულეები, დასხედით და ისიამოვნეთ კონცერტით, რომელსაც ყველა იმსახურებთ“.