უკრაინულ პორტში „Olvia“ 120 აშშ მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური ეკონომიკისთვის შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, უკრაინა აგრძელებს წამყვანი საერთაშორისო ტრანსპორტირების კომპანიების მოზიდვას.

20 აგვისტოს ხელი მოეწერა 35 წლიან შეთანხმებას, რომლის შედეგადაც უკრაინაში არსებული პორტი Olvia ეკონომიკურად მჭიდროდ დაუკავშირდება კატარის QTerminals-ს, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერების, ტვირთის და ოფშორული მომსახურების მიწოდებას.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა (EBRD) აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტის მომზადებაში, უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასა და ტენდერის ორგანიზებაში. EBRD-ის, უკრაინის მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ერთობლივი მუშაობის შედეგად კი პროექტი წარმატებით განხორციელდა.

QTerminals პასუხისმგებელი იქნება უკრაინული პორტის მოდერნიზაციაზე. პროექტი 2055 წელს დასრულდება და მასში ინვესტიციის სახით 120 მლნ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდება. 2.9 მლნ ამერიკული დოლარი დაიხარჯება ქალაქ მიკოლაევოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც.

პროქტი გამოკვეთს უკრაინის სატრანსპორტო სექტორის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს  და მყარად მონიშნავს მას საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და კომერციული გადაზიდვების რუკაზე.

შეგახსენებთ, რომ EBRD უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ფინანსური ინვესტორია. დღეისათვის ბანკს 15 მლრდ ევროზე მეტი აქვს გამოყოფილი 466 პროექტისთვის.