მეცნიერებებმა დაღვრილი საწვავის გაწმენდის ახალ გზას მიაგნეს

დაღვრილი საწვავისგან თავის ასარიდებლად თანამედროვე გამოგონებებს მიეკუთვნება მაგნიტური საპონი და ავტონომიური რობოტი. ახლახან კი გამოჩნდა სპეციალური ღრუბელიც.

Image via Industrial & Engineering Chemistry Research

ახალი გამოგონება ილინოისის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორ-დოქტორანტ ვინაიკ დრევიდსა და ვიკას ნანდვანას უკავშირდება. მათ ინოვაციურ გამოგონებას, უბრალო ღრუბლის სახით, შეუძლია საწვავის შეწოვა და მისგან დაბინძურებული წყლის გასუფთავება.

მრავალჯერადი გამოყენების ღრუბელი დაფარულია მაგნიტური ნანოსტრუქტურით და ნახშირბადზე დამყარებული ზედაპირით, რომელიც იზიდავს საწვავს და უკუაგდებს წყალს. ღრუბელს შეუძლია გაიჟღინთოს საკუთარ თავზე 30-ჯერ მეტი წყალში ჩაღვრილი საწვავით. ის საწვავის მოლეკულებს არ უშვებს გარეთ მანამ, სანამ ჩვენ არ მოვუჭერთ ხელს ან არ გავწურავთ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძალიან უხეში და ძლიერი შენჯღრევითაც კი ღრუბლიდან წყალში გამოდის 1%-ზე ნაკლები ოდენობის საწვავი.

დაღვრილი საწვავის შესამცირებლად სხვა საშუალებებს შორის არის მაგნიტური საპონიც. ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოგონება შედგება რკინით მდიდარი, წყალში ხსნადი მარილებისგან, რომელიც აქტიურდება და რეაგირებს მაგნიტურ ველზე საწვავიან წყალში მოხვედრისთანავე.

ინოვაციებს შორის არის რობოტიც, რომლის გამოგონებაც ეკუთვნის კარლო რატის, The MIT Senseable City Lab-ის დირექტორს. რობოტი სახელწოდებით Sea Swarm თავისი ნავიგაციით იკვლევს გზას საწვავიანი წყლისკენ და წმენდს მას. გადასაადგილებლად და ნავთობის შესაგროვებლად ის იყენებს ფოტოვოლტაიკურ ენერგიაზე მომუშავე კონვეიერს, რომელიც დამზადებულია თხელი ნანოსადენების ქსელისგან. რობოტს დამაგრებული აქვს GPS და შეუძლია თავის წონაზე 20-ჯერ მეტი საწვავის შესრუტვა.