ისარგებლეთ SOLO შესაძლებლობებით და დაგეგმეთ მოგზაურობა SOLO-სა და ტურისტული კომპანია I’m Georgia-ს შეთავაზების ფარგლებში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, პარიზი, შრი-ლანკა ან მალდივები და გაზაფხულის დადგომასთან ერთად აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო ქვეყნის კულტურა, სამზარეულო, ადამიანები.
შრი-ლანკაზე გამგზავრება SOLO-ებს 4-11 მარტს შეუძლიათ, მოგზაურობის საფასური შერჩეული სასტუმროს ფასებზეა დამოკიდებული. ხარჯები სრულად ფარავს ავიაბილეთების საფასურს, 6 ღამით განთავსებას სასტუმროში, ორჯერად კვებას, სამოგზაურო კოვიდდაზღვევას, ტრანსპორტირებასა და ბარგის ხარჯებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მალდივებზე ერთი კვირის გატარებას 18-25 მარტს შეძლებთ და დაუვიწყარი თავგადასავალის დანახარჯების მოცულობა ამ შემთხვევაშიც თქვენ მიერ შერჩეულ სასტუმროზეა დამოკიდებული. სასტუმროების სრული ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ გასაოცარ ბუნებასა და ოკეანის ტალღებზე მეტად რომანტიკულ ქალაქში დასვენება გირჩევნიათ, პარიზი ნამდვილად სათქვენო არჩევანია. დაუვიწყარი ტური საფრანგეთის დედაქალაქში 7-13 მარტს შეგიძლიათ დაგეგმოთ. ხარჯების მოცულობას ამ შემთხვევაშიც თქვენ მიერ შერჩეული სასტუმრო განაპირობებს. პარიზულ თავგადასავალზე უფრო ვრცლად აქ წაიკითხავთ.
თუკი ამ მოულოდნელი შეთავაზებისთვის თანხებს არ იზოგავდით, SOLO არც ამ შემთხვევაში გტოვებთ თქვენს სურვილებზე მორგებული შეთავაზების გარეშე. მოგზაურობის დაგეგმვის შემთხვევაში, ხარჯები შეგიძლიათ სამომხმარებლო სესხის დახმარებით დაფაროთ. პროცესი კი ძალიან მარტივია, მოითხოვთ სამომხმარებლო სესხს და მარტივად აქცევთ თქვენს სურვილებს რეალობად.
გახსოვდეთ, რომ SOLO მომხმარებლებს აეროპორტების VIP-ლაუნჯებში 2 უფასო ვიზიტით სარგებლობა შეუძლიათ.