OECD: დიდი ბრიტანეთი წამყვან ეკონომიკებს შორის, შესაძლოა, ყველაზე მეტად დაზარალდეს

photo – Aron Van de Pol

ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილის თვეში 20,4%-ით შემცირდა, რაც ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული ცვლილებაა. ოთხშაბათს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დიდ მთავარ ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წლისთვის 11,5%-ით შემცირდება.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებით, ისტორიულმა ვარდნამ ყველა საქმიანობაზე იქონია გავლენა. 2020 წლის აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკური კლება 3-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანი 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელია.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, აპრილში ასეთი ვარდნა მკაცრი იზოლაციის შედეგია, ეს კი ყველაზე რთული თვე იყო პანდემიის ისტორიაში, ხოლო მაისიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

აპრილში მშპ-ის შემცირება პანდემიამდე დაფიქსირებულ ყველაზე დიდ შემცირებაზე 10-ჯერ მეტი იყო, ხოლო, წინა თვესთან შედარებით, ეკონომიკა 25%-ითაა შემცირებული. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუტი მხოლოდ 6,9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილამდეც კლებას განიცდიდა, მოულოდნელმა შეზღუდვებმა რეკორდული შედეგი გამოიწვია.

ეროვნული სტატისტიკის მკლევარების განცხადებით, დაზარალდა ეკონომიკის, თითქმის, ყველა სფერო და ჯერ კიდევ რთულია თქმა, როდის იქნება შესაძლებელი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა. დიდი ბრიტანეთის ხაზინაზე (ფინანსთა სამინისტრო) არის ზეწოლა, რომ ევროპაში განხორციელეული ეკონომიკის გადარჩენის პაკეტების მსგავსი დახმარება განიხილოს. მაგალითად, გერმანიამ შეამცირა დამატებითი ღირებულების გადასახადი და ამით დაეხმარა ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, საფრანგეთმა კი სამანქანო და საჰაერო სივრცის ინდისტრიებს ფონდების საშუალებით ეხმარება.

ეკონომისტები აპრილ-ივნისის კვარტალში უფრო დიდ შემცირებას ვარაუდობენ, მიუხედავად შეზღუდვების თანდათან გამარტივებისა, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი მაინც გახანგრძლივდება.