ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა, შესაძლოა, სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კუსის სტუდენტებს სწავლების ვადაზე ადრე დამთავრების უფლება მისცეს. უნივერისტეტმა გადაწყვეტილება ნიუ-იორკის შტატში ინფექციის სწარფად გავრცელების საპასუხოდ მიიღო.
სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსთან გასამკლავებლად დამატებითი პერსონალი ესაჭიროება. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი ფიქრობს, რომ სტუდენტების ჩართულობით ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება.
უნივერსიტეტის შეთავაზება ჯერ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა განიხილონ და მოლაპარაკებების გაგრძელება მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს იტალიის საექთნო სასწავლებლებმაც მიიღეს მსგავსი გადაწყევტილება.
ამ დროისთვის აშშ-ში ნიუ-იორკი ინფექციის ეპიცენტრია 26000-მდე დადასტურებული შემთხვევითა და 270-ზე მეტი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.
წყარო – businessinsider