ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის (CERC) საპატიო დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. ის თანამდებობაზე ანატოლი ოლექსიენკოს შეცვლის.

„მადლობა ჩემს კოლეგებს ნდობისთვის. დიდი პატივია, ვიყო შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის ახლად არჩეული დირექტორი ჰონგ კონგის უნივერსიტეტში და გავაგრძელო ცენტრის 28-წლიანი მდიდარი მემკვიდრეობა საერთაშორისო ასპარეზზე“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ნუცა კობახიძე ახალ პოზიციაზე დანიშვნას.
ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში შედარებითი და საერთაშორისო განათლების მიმართულების ასისტენტ-პროფესორია. ის ასევე არის განათლების მაგისტრის (MEd) სპეციალობის – შედარებითი და გლობალური კვლევების განათლება და განვითარება (CGSED) – კოორდინატორი.
აღსანიშნავია, რომ ნუცას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სწორედ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.