
კოალები ავსტრალიის ერთ-ერთ მხარეში 2050 წლამდე გადაშენდებიან, თუ ახალი სამხრეთ უელსის (NSW) მთავრობა საქმეში სასწრაფოდ არ ჩაერევა. ერთწლიანი საპარლამენტო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოში 36,000-მდე კოალის მდგომარეობა არასაიმედოა.
ანგარიში, რომელიც მრავალპარტიულმა კომიტეტმა წარადგინა, იუწყება, რომ პოპულაციისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაბიტატების დაკარგვა წარმოადგენს. თუმცა, ხე-ტყის გაწმენდის სამუშაოები მაინც გრძელდება. სახეობას მნიშვნელოვანი ზიანი ავსტრალიის ტყეში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძრებმა მიაყენა.