Novartis CEO – შესაძლოა, ვაქცინა 2021 წელს გვქონდეს

ფარმაცევტული კომპანიის Novartis AG აღმასრულებელი დირექტორის, ვას ნარასიმანის, განაცხადებთ, Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი, შესაძლოა, მომდევნო წლის მეორე ნახევარში იყოს. მსგავს შეხედულებას იზიარებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილიც.

”პანდემიასთან გამკლავების საბოლოო გზა, სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება”, – ვკითხულობთ შვეიცარიის Handelszeitung-ის ხუთშაბათის გამოცემაში.

ბილ გეიტსის მოსაზრებით კი, რომელიც ამ ეტაპზე Covid-19-თან ბრძოლაზეა ფოკუსირებული, ვაქცინის შექმნას 9 თვიდან 2 წლამდე დასჭირდება.

თუმცა უნდა აღინიშნოს მეტად ოპტიმისტური პროგნოზებიც. ვაქცინაზე მომუშავე ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ამ შემოდგომაზე მათი პროდუქტი მზად იქნება ტესტირებისთვის.

წყარო – bloomberg