მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ უყურა როგორ დაიფერფლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნახევარი, მეორე დღესვე მის აღდგენაზე ზრუნვა დაიწყეს. პრეზიდენტმა მაკრონმა შექმნა სპეციალური ფონდი, სადაც მსურველები ფულს ჩარიცხავდნენ. ამ ეტაპისთვის, ბიუჯეტი და ჩარიცხული თანხა 1 მილიარდს შეადგენს. Notre Dame-ის წარმომადგენელი (spokesman) ანდრე ფინოტი კი ამბობს, რომ შესაძლოა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან წინასწარი მონაცემებით აღდგენის ხარჯები 1.13 მილიარდიდან – 2 მილარდამდე მერყეობს.
სწორად შეფასდა მაკრონის ქმედება, რომელიც ფონდის შექმნას გულისხმობდა და უგულებელყოფდა საბიუჯეტო ხარჯებს. ფონდი იყო კერძო ბიზნესების კეთილი ნება, სურვილისამებრ, დახმარებოდა ტაძრის აღდგენით სამუშაოებს და არა ვალდებულებითი, ან საგადასახადო ფორმა, რამაც როგორც ჩანს შედეგიც გამოიღო.
ასევე, უნდა აღინიშნოს მცირე ბიზნესების დამოკიდებულება ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით. ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმთან არსებული საკმაოდ პოპულარი რესტორნის მფლობელი, ეიმი ქოუგოურუქსი ამბობს: “ტურისტებს უყვართ ის, განსაკუთრებით ამერიკელებს, ხოლო როცა პარიზში ამერიკელები არ არიან, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისია.”
აქედან გამომდინარე, იმედოვნებენ, რომ ფონდი მეტ ფულს მოაგროვებს და Notre Dame-ის ფერფლი კერძო და მცირე ბიზნესების შემოსავლებს ძლიერ დარტყმას არ მიაყენებს.
წყარო: USA TODAY