ნობელის პრემია ქიმიის დარგში ორ ქალ მეცნიერს გადაეცა

ნობელის პრემია ქიმიის დარგში ორ ქალ მეცნიერს, ჯენიფერ დუდნასა და ემანუელ შარპენტიეს, გენომის რედაქტირების ახალი მეთოდის შექმნისათვის გადაეცათ.

ამერიკელმა მიკრობიოლოგმა, ჯენიფერ დუდნამ, ფრანგ მიკრობიოლოგ ემანუელ შარპენტიესთან ერთად, 2012 წელს აღმოაჩინა დნმ-ის მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი Crispr-Cas9.

Illustration Credits to Niklas Elmehed/Nobel Committee

ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელებისათვის ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა.

Crispr-Cas9 მექანიზმი, მეცნიერებს დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით, ცხოველებში გენეტიკური დეფექტების გამოსწორებისა და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ-ის თანმიმდევრობის მოდიფიცირების საშუალებას აძლევს.

გამარჯვებულებს ჯილდოდ საპატიო მედლები და ათი მილიონი შვედური კრონა გადაეცათ.