ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საჯაროდ ბოდიშს იხდის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბოდიში მოიხადა სამხრეთ კორეელი მოქალაქის  მკვლელობის გამო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტისადმი, მუნ ჯე ინისთვის, გაგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ ეს „სამარცხვინო ფაქტი“ არ უნდა მომხდარიყო. კიმ ჩენ ინი გულწრფელად იზიარებს სამხრეთელი ხალხის ტკივილს. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადებით, მამაკაცი ცდილობდა ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადაკვეთას. მიზეზად სახელდება საბანკო დავალიანება, თუმცა მისმა ოჯახმა უარყო ეს ბრალდება.

Photo Credits to KCNA VIA KNS/AFP/Getty Images

აღნიშნული მკვლელობა არის პირველი შემთხვევა ათი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რასაც მუნ ჯე ინმა შოკისმომგვრელი უწოდა და მოსთხოვა ჩრდილოეთ კორეას პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების მიხედვით, ადამიანის გვამი სროლის შემდეგ დაწვეს.

წერილი გამოიგზავნა  ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული ფრონტის დეპარტამენტის მიერ. მასში ნათქვამია, რომ მოქალაქის მკვლელობა განხორციელდა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან ის ცდილობდა საზღვრების გადალახვას. ჩრდილოეთ კორეამ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად გაამკაცრა საზღვრის კონტროლი. ჩრდილოეთის წყლებში მყოფი ადამიანის ვინაობის დაუდგენლობის გამო, ჯარისკაცებმა მას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს  მას შემდეგ, რაც მან გაქცევა სცადა.

კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ ეს ინციდენტი ზიანს არ მიაყენებს შიდა კორეულ კავშირებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის არ არის დამახასიათებელი, რომ ნებისმიერ საკითხზე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას. თუმცა ეს ნიშანია მისი სურვილისა, სწრაფად მოგვარდეს სიტუაცია.