სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჩეკურაშვილის 20 მარტის ბრძანებით ცნობილი გახდა იმ სავაჭრო ობიექტების სია, რომლებსაც ახალი კორონავირუსის მიუხედავად მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.
სიას უცვლელად გთავაზობთ:
- სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
- სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
- სურსათის წარმოება/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურ- ფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
- საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მხოლოდ მიწოდების სერვისით;
- ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
- სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის, იმპორტიორები);
- ვეტერინარული კლინიკები;
- ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
- ცხოველთა ფერმები;
- ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
- ზოომაღაზიები;
- პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
- სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
- საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.
ამასთან, სეს-მა ყველა ბიზნესოპერატორს, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, მისცა დეტალური მითითებები, თუ რა ზომები უნდა დაიცვან ადგილზე მუშაობისას, ან სახლში მიტანის სერვისის განხორციელებისას.