Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის თქმით, პანდემიის შემდეგ საქმიანი ტურიზმი 50%-ით შემცირდება, ხოლო არადისტანციური სამუშაო დრო 30%-მდე მაინც.
მისი განცხადებით, მომავალში საქმიანი შეხვედრების დაგეგმვამდე, კომპანიები აუცილებლად დაფიქრდებიან მათი დისტანციურად ჩატარების ალტერნატივაზე და ამის დასადასტურებლად წლის განმავლობაში გამართული ფორუმები მოჰყავს, რომელთაც როგორც წესი აქამდე ნიუ-იორკში ატარებდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს კომპანიები, რომელთაც ფიზიკურად შეხვედრების ჩატარებაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.
ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მისი განრიგი ბევრად გამარტივდა, რადგან პანდემიის გამო საქმიანი შეხვედრებისთვის გამგზავრება არ უწევს.
CNBC-ის თანახმად, პანდემიამ საავიაციო ბიზნესი დიდი დანაკარგის წინაშე დააყენა. განსაკუთრებული ზიანი კი ამერიკულ ავიაკომპანიებს ბიზნეს ტურიზმის შეფერხებამ მიაყენა, გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლის თითქმის ნახევარს ამ უკანასკნელით გამოიმუშავებდნენ.