ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Huawei თავის ბიუჯეტური სმარტფონების ბრენდს, Honor-ს ყიდის.
აშშ-ს მთავრობის სანქციებმა Huawei-ს მიწოდება შეზღუდა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შეზღუდვების მიხედვით, 15 სექტემბრიდან ვერცერთი კომპანია დათანხმდებოდა Huawei-სგან შეკვეთებს ამერიკული სავაჭრო დეპარტამენტისგან ლიცენზიის მიღების გარეშე.
ამერიკულმა სანქციებმა და იმ ფაქტმა, რომ ბევრმა ქვეყანამ აარიდა თავი 5G ქსელზე კონტრაქტების გაფორმებას Huawei-სთან, კომპანიას დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
კომპანიამ ახალგაზრდებზე ორიენტირებული ბრენდი 2013 წელს დააარსა და სმარტფონებს საშუალო და დაბალი დიაპაზონის ფასებში სთავაზობდა მომხმარებელს.
Huawei-ს განცხადებით, მათ არანაირი წილი აღარ ექნებათ და არ იქნებიან ჩართული Honor-ის კომპანიის მართვაში. „გაყიდვა დაეხმარება Honor-ის გამყიდველებსა და მიმწოდებლებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში“ – ნათქვამია სატელეკომუნიკაციო კომპანიის განცხადებაში.
ბრენდის ახალი მფლობელი Shenzhen Zhixin New Information Technology იქნება, რომელიც Honor-ის 30-ზე მეტი აგენტის, დილერისა და Shenzen Smart City Development Group Co-ს გაერთიანების შედეგად შეიქმნა.
ფინანსური დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის გაყიდვა 20.75 მილიარდ აშშ დოლარად იგეგმებოდა.