UI ინჟინერი დაიანა სმიტი, რომელსაც ვებ–დეველოპერად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, HTML-ისა და CSS–ის გამოყენებით ბაროკოს ეპოქით ინსპირირებულ ნაშრომებს ქმნის.
პორტრეტები იქმნება უამრავი კოდირებული ხაზით. სმიტს მნიშვნელოვანი წესი აქვს, ნახატის ყველა ელემენტი ხელით აკრეფილი კოდი უნდა იყოს. დეველოპერი არ იყენებს კოდების ბიბლიოთეკას, შორთქათებს ან სხვა რაიმე სახის ვიზუალურ რედაქტორს.
HTML-ისა და CSS–ეს კომპლექსური პრობლემების გადაჭრისას გამოუვალ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი დეველოპერი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახატის კოდირებისას უამრავი რამის გათვალისწინება უწევს „მხატვარს“, მაგალითისთვის – ვარცხნილობა, მარგალიტის სამკაული, სახის გამომეტყველება, სამოსის მაქმანები. Twitter-ზე სმიტმა განაცხადა, რომ მან მისი უკანაკნელი ნახატი სულ რაღაც ორ კვირის უქმეებზე დაასრულა. ნამუშევრების ნახვა Google Chrome–ისა და Firefox-ის ბრაუზერებშია შესაძლებელი.