სებ-მა ოქტომბრის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბერში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მთლიანმა მოცულობამ 181.7 მილიონი ამერიკული დოლარი (584.8 მლნ. ლარი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ოქტომბრის ანალოგიურ მონაცემებზე.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 94% 18 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაზე მოდის. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის აშშ, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი და სხვა სახელმწიფოები. ამგვარი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ამ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებზე 2019 წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთის მიმართულებით 23.9 მილიონი აშშ დოლარი (76.8 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის ოქტომბრის (22.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.