ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კონვერსიული თერაპიის აკრძალვას მხარს უჭერს

დღეს ახალი ზელანდიის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კონვერსიული თერაპია ქვეყანაში აიკრძალება. შეგახსენებთ, რომ გასულ ინტერვიუებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არდერნი აღნიშნული თერაპიის აკრძალვას მხარს უჭერდა, მისი მეგობრებისადმი სოლოდარობის გამო.

Photo Credits to Tupungato/Bigstockphoto

კონვერსიული თერაპია არის პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სულიერი ძალდატანებით სექსუალური ორიენტაციის შეცვლა სურთ. თერაპიის პრაქტიკა ჰიპნოზისას ელექტროშოკების გამოყენებასაც გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდო, მეცნიერული მტკიცებულება ორიენტაციის ცვლილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ახალი ზელანდიის ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, მსგავსი თერაპია თანამედროვე სამყაროს ზიანს აყენებს. პარტიის ლიდერის თქმით, კონვერსიული თერაპიის არსებობით სახელმწიფოში LGBT  საზოგადოების უფლებები შელახულია. 17 ოქტომბრის არჩევნებში მოსალოდნელი გამარჯვების შემდეგ,  პარტიის დაპირებით, აკრძალვა ძალაში შევა.