საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2020 წლის პირველი ათი თვის ექსპრეს მონაცემებს მიმდინარე წლის სავაჭრო ტენდენციების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარი-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია. ამასთან, შემცირებულია ექსპორტი 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 16.6%-ით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიში წინა წლების ანალოგიურ მონაცემებზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ოქტომბერი-დეკემბერის პერიოდში როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი მაღალია და ხშირად წლის განმავლობაში მაქსიმუმს სწორედ ამ პერიოდში აღწევს ორივე მაჩვენებელი. აღნიშნული მონაცემები იძლევა პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წლის ბოლო ორი თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება.