თვითმართვადი მიწოდების სტარტაპმა NURO 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ახალი ფინანსური რესურსის მოზიდვის შემდგომ სტარტაპის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
NURO 2016 წლის ივნისში Google-ის ყოფილი ინჟინრების მიერ დაფუძნდა და მალევე მოიზიდა დამფინანსებლები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია სტარტაპში SoftBank-მა ჩადო და სულ რაღაც 18 თვეში მისი ღირებულება გაორმაგდა. ამ თანხით შესაძლებელი გახდა გაფართოება და 650-ზე მეტი ადამიანის დასაქმება.
განსხვავებით აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სხვა სტარტაპებისგან, NURO-მ შექმნა დაბალსიჩქარიანი ელექტრო თვითმართვადი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს არა ადამიანების, არამედ ამანათების ტრანსპორტირებას. მისი მიზანია პროდუქციის ტრანსპორტირება მაღაზიიდან მომხმარებლის სახლამდე. მანქანა მომხმარებელს არ სთხოვს ტრანსპორტირების საფასურს, თუმცა გადასახადს აკისრებს იმ საცალოდ მოვაჭრეებს, ვისი პროდუქტის მიწოდებასაც უზრუნველყოფს.
კომპანიას უკვე შექმნილი აქვს მეორე თაობის მანქანა, რომელიც ცნობილია R2-ის სახელით. მიწოდების რობოტს, რომელიც შექმნილია რესტორნების, სასურსათო მაღაზიებისა და სხვა ბიზნესების ადგილობრივი მიტანის სერვისისთვის, ფედერალური მთავრობისგან აქვს ტრანსპორტირების ნებართვა. R2 სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს პატარა ფურგონებს პედლების ან საჭის გარეშე და საშუალო ზომის სამგზავრო მანქანების ნახევარს არ აღემატება.