საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებიდან ორ დღეში პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მარკ ესპერის ადგილს დაიკავებს ანტიტერორისტული ეროვნული ცენტრის დირექტორი კრისტოფერ მილერი, როგორც თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. პრეზიდენტის ტვიტში ვკითხულობთ: „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კრისტოფერ მილერი, ანტიტერორისტული ეროვნული ცენტრის უაღრესად პატივცემული დირექტორი (სენატის მიერ ერთსულოვნად აღიარებული), დაუყოვნებლივ გახდება თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.“
მოგვიანებით ტრამპმა ტვიტერზე განაცხადა: „კრისი ძალიან კარგად შეასრულებს საქმეს. მარკ ესპერი განთავისუფლებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამსახურისთვის.“
პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაპირველად თბილად მიიღო ესპერი, რადგან მან პენტაგონის ბიუჯეტის ნაწილი დაუთმო შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობას. ასევე აღინიშნა, რომ პენტაგონის მეოთხე დე ფაქტო მდივანი ბევრად უფრო მეგობრული იყო ტრამპის დღის წესრიგის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედები, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შანაჰანი.
ესპერს თეთრი სახლის სურვილების შესრულებისათვის მეტსახელი “Yesper” ან “Yes-man” მიენიჭა. თუმცა, გასული ზაფხულის შემდეგ ტრამპსა და ესპერს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ესპერმა პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია, როდესაც წინააღმდეგობა გაუწია აქტიური მორიგე ჯარების განლაგებას მაისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ქუჩის საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით და სამხედრო ინსტალაციებისთვის კონფედერაციის მოღვაწეთა სახელების გადარქმევა მოითხოვა.
არჩევნების წინა პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპერის თანამდებობის შენარჩუნების საკითხი ზღვარზე იყო. CNN-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრს კვირებით ადრე ჰქონდა მომზადებული გადადგომის შესახებ წერილი და ამ მომენტს ელოდა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპს მთავრობის კაბინეტის წევრების გაფრთხილების გარეშე გათავისუფლების ვრცელი ისტორია აქვს. კერძოდ კი მათი, ვინც პრეზიდენტის მიმართ ერთგულებას არ გამოხატავს. ბრუკინგსის ინსტიტუტის თანახმად, ტრამპის უფლებამოსილების დროს 11-მა თანამდებობის პირმა დატოვა პოზიცია, რაც აშშ-ის თანამედროვე ისტორიის პრეზიდენტების მონაცემებს შორის ყველაზე მაღალია.