კომპანია „Apple-მა“ საკუთარი პლატფორმის განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიაში სპეციალიზებული სტარტაპი შეიძინა. ბარსელონაში მდებარე კომპანიამ, „Vilynx-მა“, ახალი განვითარებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია შეიმუშავა ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური შინაარსის გასაანალიზებლად.
ცნობისთვის, „Apple-მა“ აღნიშნული კომპანია $50 მილიონ დოლარად შეისყიდა. იგეგმება „Vilynx-ის“ ბარსელონას ოფისის, ევროპაში ერთ-ერთ მთავარ ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების ცენტრად ჩამოყალიბება. უკანასკნელ პერიოდში „Apple-ის“ მიერ შესყიდულ ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მზარდ ჩამონათვალს „Vilynx-იც“ შეემატა. გარიგების პირობები და მონაწილე მხარეების პირების ვინაობები საჯარო არ არის. კომპანიის განცხადებით, „Apple-ი“ პერიოდულად შედარებით პატარა კომპანიებს ყიდულობს და აღნიშნულის მიზეზებსა თუ გეგმებზე საჯაროდ არ საუბრობს.
„Vilynx-ის“ სტარტაპით შესაძლებელია არა მხოლოდ ნივთების ამოცნობა, არამედ მათი გაანალიზებაც. „Apple-ს“ შეუძლია ხელოვნური ინტელექტის აღნიშნული სტარტაპი Siri-ის, iPhone-ის ციფრული ასისტენტის ფუნქციების განვითარებისთვის გამოიყენოს. კომპანიას მომხმარებლებისთვის ინოვაციური აპლიკაციების შეთავაზებაც სურს. Photos აპლიკაციაში სტარტაპის განვითარებით, მომხმარებლები მათ ფოტოებში არსებული საგნების მიხედვით ინტერნეტში ახალი ფოტოების პოვნას შეძლებენ.