IAEA: ირანი მიწისქვეშა ატომური სადგურების მშენებლობას იწყებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი მიწისქვეშა ატომური ბაზების მშენებლობას იწყებს. გაეროს ატომური სამეთვალყურეო ჯგუფის ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ირანში ცენტრიფუგების ახალ რეაქტორს აშენებენ. შეგახსენებთ, რომ წინა რეაქტორები მიმდინარე წლის ივლისში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, განადგურდა.

Photo Credits to Markus Schreiber/AP

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსმა, განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას, თუმცა მათ, ამ ეტაპზე, არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობა, ატომური იარაღის შესაქმნელად.

ივლისში, ნათანზის ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ირანში განაცხადეს, რომ მალე, ახალ და უფრო უსაფრთხო რეაქტორს ააგებდნენ. ნათანზის მიდამოების ამსახველმა სატელიტურმა ფოტოებმა კი გამოავლინეს, რომ მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ახალი რეაქტორის შესაქმნელად. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ირანში დაიწყო მშენებლობის პროცესი, თუმცა ჯერ არ დასრულებულა. იგი აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

რაც შეეხება ირანის წარმომადგენლობას გაეროში, მათ ჯერ-ჯერობით, ამ საკითხის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.