ამერიკული კომპანიების, LinkedIn-ისა და Dropbox-ის, სერვერებიდან, დაახლოებით, 117 მილიონი მომხმარებლის მონაცემების მოპარვის გამო, რუს ჰაკერს აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ 88 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ვგენი ნიკულინს ბრალი ედებოდა ჰაკერული თავდასხმების სერიასა და კიბერდანაშაულში, რასაც იგი დისტანციურად, მოსკოვში ყოფნის პარალელურად, ახორციელებდა. რუსმა ჰაკერმა შეაღწია კომპანიათა სერვერებში და ვირუსის დახმარებით მოიპოვა წვდომა მომხმარებელთა მონაცემებსა და დაცულ პაროლებზე. ევგენი ნიკულინის მიერ ჩადენილი კიბერდანაშაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა გარღვევაა აშშ-ს ისტორიაში.
ფედერალური სასამართლოს განაჩენით დასრულდა პროცესი, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსი ჰაკერი, 2016 წელს, პრაღაში, ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც მოხდა მისი აშშ-ში ექსტრადიცია.
ევგენი ნიკულინისათვის 88 თვიანი პატიმრობის მისჯით, მოსამართლემ გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა ყველა ჰაკერს ქვეყნის საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ.