სელფი სოციალური მეწარმეობის XII ფორუმის მხარდამჭერია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში საქართველოში სოციალური მეწარმეობის XII-ე ფორუმის მხარდამჭერია. ფორუმი 8 ნოემბერს SEA-ის ორგანიზებით ჩატარდა.

წელს ფორუმს ესწრებოდა 100-ზე მეტი საწარმო და კერძო ორგანიზაცია. ღონისძიებამ რამდენიმე საკითხი და ფორმატი გააერთიანა, ხოლო განხილვის ძირითდი თემა გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო. დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა მსჯელობა საკითხზე – რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად. პანელური დისკუსიის ფორმატში, სფეროს ძირითად აქტორებსა და ღონისძიების მონაწილეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე. ფორუმის კულმინაცია წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენა იყო. ტიტული სოციალურმა საწარმომ ,,იკორთა“ მოიპოვა.

„21-ე საუკუნეში, როდესაც სოციალური მიმართულებით არაერთი გამოწვევის მომსწრე ვართ, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური  და, რაც მთავარია მდგრადი გზა, სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებაა.  სელფის კორპორაციული მდგრადობის მიმართულებაც სწორედ ისეთი წამოწყებების მხარდაჭრას გულისხმობს, რომელთაც გრძლვადიანად შეუძლიათ სოციალური საკითხების მოგვარება და გაუმჯობესება. ჩვენთვის ბუნებრივი იყო გვერდში დავდგომოდით საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებას“, განაცხადეს სელფი მობაილში.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანი სოციალური მეწარმეობის  კონცეფციის პოპულარიზაცია და საქმიანი კავშირების გაძლიერებაა სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის.