Women in Tech Global Movement აანონსებს ყოველწლიურ WIT CCA Awards – კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაჯილდოებას

Women in Tech Global Movement (WIT), საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა), მოხარულია გამოაცხადოს WIT CCA (კავკასიისა და ცენტრალური აზიის) პირველი დაჯილდოება.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 2023 წლის 22 სექტემბერს სასტუმრო Marriott Tbilisi-ში გაიმართება.

Women in Tech ცნობილია თავისი მისწრაფებით გააძლიეროს ქალები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, და WIT Caucasus და Central Asia Awards არის ზუსტად ამ მისიის დასტური. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნებიან ქალები, ინიციატივები და ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ანვითარებენ ტექნოლოგიების მომავალს და შთააგონებენ ქალი ინოვატორების მომავალ  თაობას.

WIT CCA ჯილდოები აღიარებს გამორჩეულ მიღწევებს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა:

  • Aspiring Teen Award
  • Most Disruptive Award
  • Best Ally Award
  • Most Impactful Initiative Award
  • Woman in Web3 Award
  • Arts Award
  • Start-Up Award
  • Global Leadership Award
  • Lifetime Achievement Award

გამარჯვებულებს თითოეულ კატეგორიაში ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ  WIT Global Awards-ის ფინალისტები, რომელიც ჩატარდება დუბაიში 2023 წლის 16 ნოემბერს.

Women in Tech (WIT) გლობალური მოძრაობის შესახებ

Women in Tech Global Movement (WIT) არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს  STEAM-ში ინკლუზიურობის,  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას. WIT აძლიერებს ქალების როლს ტექნოლოგიებში განათლებისა და მათი მიღწევების აღიარების გზით. გენდერული თანასწორობის დაცვა ტექნოლოგიების სფეროში და მომავალი თაობის შთაგონება ორგანიზაციის მთავარი მისიაა.