კანის მოვლა შემოდგომაზე: სეზონის შეუცვლელი საშუალებები

iHerb-ის კვლევის მიხედვით, ქართული ბაზარი ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების კატეგორიაში ერთერთი ლიდერია. მისი მთავარი აუდიტორია წარმატებული ქალები არიან, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ბუნებრივი ხიბლი და იზრუნონ კეთილდღეობაზებიზნესის სამართავად მნიშვნელოვანია გამოიყურებოდე და თავს გრძნობდე 100%-ით. ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო პროდუქტები, რომლებიც თქვენს კანს გაანათებს და ცივი ამინდების გადატანაში დაგეხმარება. თანაც, სექტემბერში iHerb 27 წლის ხდება, ამიტომ მთელი თვის განმავლობაში ის ყოველ დღე 27%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ ახალი კატეგორიის საქონელზე.

წმენდა

კანის წმენდა სახის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. პრობლემური კანის საწმენდი ქაფი ამ საკითხში შეუცვლელი დამხმარეა. მისი აქტიური ინგრედიენტები ებრძვიან ანთებას, ამცირებენ კანის ცხიმიანობას და ხელს უწყობენ ახალი გამონაყარის პრევენციას. ეს კი ზუსტად ისაა, რაც შემოდგომაზე გვჭირდება, რადგან სეზონის არასტაბილური ამინდები კანის პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება.

აღდგენა

ტემპერატურის ცვლილებებმა და ცივმა ქარმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს კანზე – წაართვას მას ელასტიკურობა და ბზინვარება. ასეთ მომენტებში განსაკუთრებით აქტუალურია შრატები კოლაგენით – ისინი კანის ზედა ფენას თხელი გარსით ფარავენ, რომლითაც ჰაერი ეპიდერმისში შედის. ამავდროულად, წყლის მოლეკულები არ ორთქლდება და სახე უფრო გლუვი და დახვეწილი ხდება. კოლაგენი აძლიერებს მასში გამოყენებული კომპონენტების ეფექტს, ამიტომ კარგი გამოსავალია შრატების გამოყენება როზმარინის, მზესუმზირას და ალოე ვერას ექსტრაქტებით. ნივთიერებების ასეთი კომპლექსი აღადგენს დაზიანებულ კანს და მის ჯანსაღ იერს.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ შრატებით. თანაბრად მნიშვნელოვანია კანის მოვლა შინაგანად: კოლაგენის პეპტიდების მიღება C ვიტამინთან ერთად ხელს უწყობს კანის სილამაზის შენარჩუნებას და ამავდროულად, აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას.

კანის ელასტიკურობის შენარჩუნების კიდევ ერთი გზაა მატჩა კოლაგენით. ეს არა მხოლოდ ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა, არამედ ანტიოქსიდანტების წყაროც, რომელიც ეხმარება თქვენს კანს გაუმკლავდეს გარემო სტრესებს. მომზადების ტრადიციული მეთოდის გარდა, კოლაგენით გამდიდრებული მატჩა შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს დილის სმუზის ან შეურიოთ რძეს და მოამზადოთ არაჩვეულებრივი მატჩა-ლატე. ეს პროდუქტი არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ წარმოუდგენლად გემრიელიცაა!

დატენიანება

შრატები ჰიალურონის მჟავით არის შემოდგომის აუცილებლობა! ისინი აღწევენ კანის ღრმა ფენებში, რაც უზრუნველყოფს ეპიდერმისის ინტენსიურ დატენიანებას და აღდგენას. B ჯგუფის ვიტამინები, რომლებსაც შრატების შემადგენლობაში ვხვდებით, ააქტიურებენ უჯრედების რეგენერაციის პროცესს და აძლიერებენ კანის ბუნებრივ დაცვას მავნე ფაქტორებისგან. ასეთი პროდუქტების რეგულარული გამოყენებით კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას და ბზინვარებას.

დამატებით, არ უნდა დავივიწყოთ ტუჩებიც. ორგანული ტუჩის ბალზამი შეიცავს ბუნებრივ ზეთებსა და ექსტრაქტებს. ნატურალური ინგრედიენტები აქტიურად კვებავენ და ატენიანებენ ტუჩების ნაზ კანს, ხოლო სასიამოვნო ხილის არომატი აუმჯობესებს ყველაზე წვიმიან დღესაც კი.

ასევე, შემოდგომაზე კანის მოვლის პროცესში, ქოქოსის ზეთი თქვენი ერთგული თანამგზავრი გახდება. ის გამოდგება არა მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად, არამედ კანის გასაუმჯობესებლად. მის შემადგენლობაში შემავალი მჟავები აძლიერებენ კანის უჯრედებს და აჩქარებენ მათ აღდგენას, A, E და B ვიტამინებს კი, ანტიბაქტერიული და ლიფტინგის ეფექტი გააჩნიათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ქოქოსის ზეთს შეუძლია დალუქოს ფორები ამიტომ, როგორც სახის სამკურნალო საშუალება, ის განკუთვნილია მხოლოდ მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის.

დაცვა და კომფორტი

იღლიის ნაზი კანის მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახის და ხელების მოვლა. ბუნებრივი დეზოდორანტები შეიცავენ სოდას, რომელიც შთანთქავს ზედმეტ ტენს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. მცენარეული ზეთები საშუალებას იძლევა მოიცილოთ უსიამოვნო სუნი, დაატენიანოთ ეპიდერმისი, გამოკვებოთ კანი და რაც მთავარია, მიიღოთ ანტიოქსიდანტური ეფექტი.

კომპლექსური მიდგომა

შემოდგომის პერიოდში ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამისათვის შეგიძლიათ შეავსოთ ვიტამინების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია კანის უჯრედების გასაძლიერებლად და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.

ვიტამინი D იცავს ეპიდერმისს გარეგანი გამღიზიანებლებისგან და აჩქარებს პეპტიდების მუშაობას, რომლებიც ხსნიან ანთებას. ამ მიკროელემენტის დეფიციტის შესავსებად, დიეტაში უნდა დაამატოთ კერძები ორაგულითა და თინუსით ან ჩაიტაროთ ქოლეკალციფეროლის კურსი, ანუ მიიღოთ ვიტამინი D3. როგორც სასიამოვნო დანამატი, ამ მიკროელემენტის მიღება აუმჯობესებს საერთო კეთილდღეობას და აძლიერებს ენერგიას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, არა მხოლოდ ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებაში. ეს კომპონენტები ხელს უწყობენ უჯრედებში ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ხელს უშლის ეპიდერმისის გამოშრობასა და აქერცვლას. ომეგა-3-ის წყალობით, თქვენი კანი უფრო მკვრივი და ელასტიკური ხდება, სახე კი უფრო სუფთა და ჯანსაღი.