Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.
ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში.
მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
„VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.
VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.
„Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის. მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.