მენტალური ჯანმრთელობა | თიბისი კონცეპტისა და Forbes Woman-ის ერთობლივი პანელური დისკუსია

თიბისი კონცეპტი და Forbes Woman Georgia 10 ივლისს ერთობლივად უმასპინძლებენ პანელურ დისკუსიას „მენტალური ჯანმრთელობა“, სადაც მრავალფეროვანი გამოცდილებისა და პრაქტიკის მქონე სპიკერები მსმენელებს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაუზიარებენ გამოცდილებასა და რჩევებს.

ბოლო წლების განმავლობაში, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ამასთან ერთად, დღითიდღე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება მენტალური ჯანრთელობის პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ვინაიდან სპეციალისტები ფსიქიკური აშლილობების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური თვითმოვლის თაობაზე ცნობიერების არ ქონას მიიჩნევენ.

Forbes Woman Georgia-სა და TBC Concept-ის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის სპიკერების გამოცდილება მრავალფეროვანია. ერთი მხრივ, ისინი არიან საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დისკურსის შემომტანი და  მისი გამავრცელებელი ადამიანები და მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც  არ ერიდებიან საკუთარი გამოცდილების გაზიარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ადვოკატირებას. მათი მრავალწლიანი გამოცდილება, ისევე, როგორც სემინარის მოდერატორების ჟურნალისტური პროფესიონალიზმი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ რა ნიშნავს შფოთვა სოციალურ ურთიერთობებში, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რატომ უნდა იზრუნოს კომპანიამ თანამშრომელთა მენტალურ ჯანრთელობაზე, რა ინფორმაციის მატარებელია ჩვენი გენი, არის თუ არა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა  მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებისა თუ მისი პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

შეხვედრა „მენტალური ჯანმრთელობა“ მწყობრი და მომცველობითი სახით  აუხსნის ფართო აუდიტორიას მენტალური ჯანმრთელობის ფუნდამენტურ საკითხებს და დეტალურად განუმარტავს როგორც ფსიქეს დამაზიანებელ პრაქტიკებს, ასევე ამ უკანასნელის სიჯანსაღის უზრუნველყოფის ძალიან მარტივ, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო გზებს.

I პანელის მონაწილეები

  • ანა თავაძე – ჟურნალისტი;
  • სოფო სოლოღაშვილი – „სნეპის“ გენერალური დირექტორი;
  • ლიკა შავიშვილი – ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • ნანიკო კლდიაშვილი: “ლუმბა”-ს დამფუძნებელი
  • მაშო იოსელიანი: “ლუმბა”-ს დამფუძნებელი, ნუტრიციული თერაპიის სტუდენტი;
  • მოდერატორი: ლიკა ევგენიძე – ჟურნალისტი

II პანელის სპიკერები:

  • თამარ თანდაშვილი – ფსიქოლოგი, ქოუჩი;
  • ნინო ოკრიბელაშვილი – ფსიქიატრი, კლინიკა მენტალვიტას დამფუძნებელი;
  • თამარ გაგოშიძე -კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი;
  • მოდერატორი: ელენე კვანჭილაშვილი – Forbes Woman Georgia-ს კონტრიბუტორი.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე: www.conceptevents.ge. რეგისტრაციის შემდეგ, კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასწრებას დაგიდასტურებთ.

შეხვედრის წარმდგენია TBC Concept, ხოლო პარტნიორი სნეპი.