ამერიკის სენატმა, ორმოცდათორმეტი ხმით ორმოცდარვის წინაააღმდეგ, კონი ბერეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. პრეზიდენტის ნომინირებულ კანდიდატს მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა – სუზან კოლინსმა არ მისცა ხმა.
48 წლის მოსამართლემ თეთრ სახლში ფიცი დადო, ცერემონიალს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.
კონი ბერეტი პრეზიდეტ დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული მესამე მოსამართლეა. მისი არჩევით უზენაეს სასამართლოში კონსერვატორმა მოსამართლეებმა უმრავლესობა მოიპოვეს. ცხრა მოსამართლიდან მხოლოდ სამია დემოკრატი.
ვაკანტური პოზიციის შევსება ერთი თვის წინ გახდა საჭირო, როცა დემოკრატი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.