ნინო ეგაძე თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიციას ტოვებს. ბანკთან თანამშრომლობის რვაწლიან გამოცდილებას ნინო სოციალურ ქსელში პოსტით აფასებს.
„არასდროს მიფიქრია კარიერაზე, წარმატებაზე, არ მქონია დასახული მიზანი, გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვყოფილიყავი ადამიანებისთვის, საქმისთვის, ქვეყნისთვის და საშუალება მქონოდა საუკეთესო ადამიანებთან გამეტარებინა დრო და მათგან რაც შეიძლება მეტი მესწავლა. გუნდის ყოველ ახალ წევრს პირველად ამ რჩევას ვაძლევ – თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უკეთესობისკენ შეცვალონ გარემო თავის გარშემო და ისწავლონ ადამიანებისგან, შეიყვარონ ადამიანები…
8 წელია, რაც ჩემთვის უსაყვარლეს ბრენდთან TBC – თიბისისთან ერთად, პრაქტიკულად ყოველი წუთი ერთად გავატარეთ, გადაბმულად, დაუძინებლად, უდიდესი სიყვარულით… უზარმაზარ გუნდთან ერთად, მართლა უმაგრესი საქმეები ვაკეთეთ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ იმ გუნდით რომელიც წლების განმავლობაში გაიზარდა და გაძლიერდა დღეს უკვე 300 ადამიანს ითვლის, იმ საქმეებით, რომელიც ყველა ჩვენგანის ზურგსუკანაა, იმ ადამიანებით რომელიც გავიცანი და რომელთაგან უამრავი ვისწავლე. გენიალურია ის საქმე და მასშტაბი, რასაც თიბისი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის აკეთებს, მე კი მერგო პატივი ყველაზე დიდი და მოტივირებული გუნდის წევრი ვყოფილიყავი. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც უპირობო ნდობა გამომიცხადადა ყველაზე საშიში იდეების განხორციელების შესაძლებლობა მომცა, მადლობა ნიკას,ჩემს მეგობარს და უდიდეს მხარდამჭერს, მამუკას, რომელმაც მართლა შვილივით მომანდო თიბისი, პაატას ადამიანობისთვის და რჩევებისთვის, ბადრის ცოდნისთვის და უზარმაზარი გამოცდილებისთვის, ნინოს და ვახოს რთულ სიტუაციებში გვერდში დგომისთვის, კიდევ უამრავ ადამიანს ამ გზაზე…
ჩემს უსაყვარლეს გუნდს, პარტნიორებს და კონკურენტებს ❤ რომელთა გარეშე არაფერს აქვს აზრი…
არასდროს მიფიქრია, რომ მარკეტინგი ჩემი ძირითადი საქმიანობა იქნებოდა, თუმცა ამ ამბავში უკვე 22 წელი გავატარე, ახლა კი ჩემი ახალი ოცნების და ცხოვრების მიზნის განხორციელებას ვიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მაშინებს, ახალ საქმეს და თემას შევეჭიდები და ვისწავლი. ჩემს მომავალს დიზაინს, დიზაინის სტრატეგიას, კულტურის და განათლების სფეროს დავუკავშირებ. მადლობა ყველას, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარა და მადლობა თიბისის გუნდს, რომ გვერდში დამიდგა და ამ რთულ გადაწყვეტილებაში გამომყვა!
მადლობა უკარგეს ადამიანებს, ვინც ჩემს უდიდეს და საყვარელ ბრენდს ჩაიბარებს, წარმატებები და თქვენს გვერდით ვარ სულ, იმიტომ, რომ თიბისი ცვლის რეალობას და ზრდის დიაპაზონს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არსებობს✊🏻.“