ჩოგბურთელი ემა რადუკანუ – პორშეს  ბრენდის ახალი ელჩი

19 წლის ჩოგბურთელი თავბრუდამხვევი მიღწევებით, ახლა გერმანული ავტოგიგანტის პორშეს ბრენდის ელჩი გახდება.

ბრიტანეთის პირველმა ჩოგანმა ემა რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც „გრანდ სლემის“ ტურნირი მოიგო.

პორშესთან თანამშრომლობა მისთვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა.

„ჩემთვის, ეს სტატუსი ძალიან ბევრს ნიშნავს. პორშე არის ბრენდი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ჩემს პირველ ტრენერს ჰყავდა 911. ყოველ დილით, როდესაც ვარჯიშზე მივდიოდი მის საოცარ მანქანას ვხედავდი და  ვოცნებობდი, როდის მეყოლებოდა ჩემი საკუთარი პორშე. ადრენალინი და ის შეგრძნებები,  რაც ამ ბრენდს მოაქვს, ჩემთვის ძალიან ემოციურია. ამიტომაც ახლა ჩემთვის პორშესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ბრენდი, რომელთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, მასში ჩემს ხასიათს ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო გამოცდილება მელოდება“, – ამბობს ემა რადუკანუ.

ბრიტანელ ჩოგბურთელთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს პორშეს აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ბლუმე.

„მოხარულები ვართ, რომ ემა რადუკანუ პორშეს ოჯახს შემოურთდა. ის არის ახალგაზრდა სპორტსმენი გამორჩეული უნარებით, რომელიც ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მან დაამტკიცა, რომ შრომისმოყვარეობით და მონდომებით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.  ეს ყველაფერი, ზუსტად ერგება პორშეს და მის ღირებულებებს“, – ოლივერ ბლუმე, პორშეს აღმასრულებელი დირექტორი.  

აპრილში, ემა რადუკანუს დებიუტი შტუტგარდში, პორშე არენაზე გამართულ „Porsche Tennis Grand Prix“-ზე შედგება.