თამთა გოდუაძე ვარსკვლავური ფიგურაა თანამედროვე ბერძნული პოპ-კულტურის, მუსიკისა და მოდის სამყაროსთვის. ის პირველი ქართველი ქალი მომღერალია, რომლის ნიჭი არა მხოლოდ საკუთარმა სამშობლომ, არამედ მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიცნო.
თამთას წარმატების ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც იგი საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო ბერძნულ აიდოლში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. თამთამ 2019 წელს ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე კვიპროსი წარადგინა სიმღერით Replay.
ექსცენტრული და მუდამ გამორჩეული მომღერალი ამჯერად პროდიუსერ IAMSTRONG-თან თანამშრომლობით მსმენელს ახალი სიმღერით „NERO“ დაუბრუნდა.
თამთა არასდროს ერიდება იყოს განსხვავებული და ამ განსხვავებულობით შთააგონოს სხვებიც – 17-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მან პირველად ჩაწერა სიმღერა მშობლიურ ენაზე.