DataFest Tbilisi 2021 ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება

ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება. ჰიბრიდული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ფესტივალს დაესწრონ როგორც ონლაინ ან ფიზიკურ სივრცეში, სურვილის შესაბამისად.

DataFest Tbilisi 2021 შეკრებს მონაცემებზე მომუშავე  პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან – ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს.

ვინ არიან DataFest Tbilisi 2021-ის სპიკერები?

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა. ფესტივალი წელსაც არ არღვევს ამ ტრადიციას  და მასპინძლობს ისეთ გამორჩეილ სპიკერებსა და ტრენერებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი – შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი – შოთა ელკანიშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი – არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა.

კოვიდ უსაფრთხოება

ფესტივალის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ხალხი შეძლებს ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან:  საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის და Eastern Partnership Civil Society Facility

ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), თბილისის მერია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge

მედია  პარტნიორები: ფორბს ვუმენი, Marketer.ge, Entrepreneur საქართველო.