Forbes: გაეცანით დასაქმებული ქალების ხელშემწყობ კომპანიებს

კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებულად მძიმე ზიანი მსოფლიო მასშტაბით დასაქმებულ ქალებს მიაყენა. 2021 წლის იანვრისთვის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თითქმის სამმა მილიონმა ქალმა დაკარგა სამუშაო,  მსოფლიო მასშტაბით კი მათმა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა, რაც მინიმუმ $800 მილიარდის შემოსავალს უტოლდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, გენდერული ნიშნით სხვაობა ანაზღაურებებს შორის $99.5-დან $135.6-მდე გაიზარდა.

პანდემიამ აქამდე არსებული საკითხები, როგორიცაა ბავშვთა მოვლა, საოჯახო საქმიანობა, სტრესი, ნაკლები შესაძლებლობები და დაბალი ანაზღაურება უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა, კრიზისის ფონზე ქალთა დასაქმების მხრივ პროგრესული ნიშნებიც გამოიკვეთა. მაგალითად, კონგრესი ბავშვთა და მოხუცთა მოვლის მხარდაჭერას განიხილავს, ასევე პრიორიტეტულად იქცა დისტანციური სამუშაო გრაფიკი, რაც მეტწილად კვალიფიციური კადრების დეფიციტმა გამოიწვია. დამსაქმებელთა ნაწილმა ნიჭიერი ქალების მოსაზიდად და საჭირო კადრების მოსაძიებლად ძალისხმევის გაძლიერება გადაწყვიტა.

Forbes-მა ბაზრის კვლევით კომპანია Statista-სთან ერთად გამოავლინა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ქალთა საკითხების მიმართ მხარდაჭერით გამოირჩევიან როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რეიტინგი შედგენილია 40 ქვეყანაში 85,000 ქალის გამოკითხვის საფუძველზე. მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ მათი დამსაქმებლები ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა სამართლიანი ანაზღაურება და დასაქმებული მშობლების ხელშეწყობა. Statista ასევე დაინტერესდა კომპანიების მხრიდან გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისთვის მათი პლატფორმისა და მარკეტინგული გზავნილების გამოყენებით.

დასაქმებულ ქალთა ხელშემწყობი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Hershey’s
  2. Southwest Airlines
  3. Miele Gruppe
  4. Skanska
  5. Citrix systems
  6. Spotify Technology
  7. Merck KgaA, darmstath
  8. AptarGroup
  9. Zoom Video Communication
  10. Iberdrola