მერაია ქერიმ ყველას შეახსენა, რომ ის „შობის დედოფალია“

ამერიკელმა ვარსკვლავმა, მერაია ქერიმ ყველას შეახსენა, რომ ის „შობის დედოფალია“. მისი საშობაო ჰიტის „All I want for Christmas is you“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.

„ნუ ეხუმრებით მერაიას, როდესაც საქმე დღესასწაულებს ეხება!“ – ასე გამოეხმაურა ნიუსს CNN.

მომღერალმა ორშაბათს „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას ამცნობს, რომ 5 ნოემბერს რაღაც დიდებულს გეგმავს, რაც შობის არდადეგებს დაუვიწყრად აქცევს.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი საქმიანობა 1986 წელს დაიწყო და წარმატებას სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. არტისტს გრემის მუსიკალუი ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.