KPMG Georgia-ში ახალ პარტნიორად ნათია თევზაძე შეირჩა

აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის ქართულმა წარმომადგენლობამ, KPMG Georgia-მ ახალ პარტნიორად ნათია თევზაძე შეარჩია. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.

ფოტო: KPMG Georgia

ნათია თევზაძე კომპანიას 2009 წელს, საწყისი დონის პოზიციაზე შეუერთდა. კომპანიის ცნობით, თევზაძემ KPMG Georgia-ს ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

KPMG London-თან 2-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ნათია საქართველოში 2019 წელს დაბრუნდა. ის კომპანიაში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, ნათია თევზაძე KPMG Georgia-ში პირველი ქართველი აუდიტორი პარტნიორია.