21 ოქტომბერს შემოქმედებითი კავკასიის ორგანიზებით ბოლნისის მუზეუმში ფინურ-კავკასიური შემოქმედებითი ფორუმი გაიმართება

შემოქმედებითი კავკასია (Creative Caucasus) წარმოგიდგენთ ფინურ-კავკასიურ შემოქმედებით ფორუმს ბოლნისის ახალ მუზეუმში, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევით ცენტრია.

პროექტი აერთიანებს ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და ფინეთიდან. ფორუმი წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას.

ფორუმის ფარგლებში, მოწვეული სპიკერები ფინეთიდან და საქართველოდან გამართავენ სესიებს კულტურის სფეროსა და შემოქმედებით ინდუსტრიებში თანამედროვე მიდგომების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართება პანელ-დისკუსია. ფორუმი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა: shorturl.at/rATZ8

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებული სტუმრები შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებს.