საფრანგეთში ათასობით ადამიანი სამუელ პატის მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა

ათასობით ადამიანი მასწავლებლების მხარდასაჭერად საფრანგეთის ქალაქებში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც სკოლის მასწავლებელს, სამუელ პატის, ტერორისტული თავდასხმის შედეგად თავი მოკვეთეს. დემონსტრანტები სოლიდარობის გამოსახატად ეროვნულ ჰიმნს ასრულებდნენ, ატარებდნენ პლაკატებს წარწერით: „მე სამუელი ვარ“.

Photo Credits to Charles Platiau/REUTERS

47 წლის სამულ პატი პარიზის გარეუბანში, თავისი სკოლის გარეთ, 18 წლის თავდამსხმელმა მოკლა. თავდამსხმელმა სახელად Abdoulakh A (წარმოშობით ჩეჩენი) საფრანგეთის პოლიციასაც გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის ადგილზევე მოკლეს. Abdoulakh A საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვკითხულობ, რომ შური იძია იმ ადამიანზე, ვინც მუჰამადის დამცირება გაბედა. მიუხედავად აღნიშნულისა, ფრანგული მედია თავდამსხმელის ისლამისტურ-რადიკალურ ჯგუფებთან კავშირს არ ადასტურებს.

უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია სასწავლო პროცესის დროს მუჰამადის კარიკატურების ჩვენებამ. მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, სამუელ პატიმ მუსლიმ ბავშვებს სურვილის შემთხვევაში კლასის დატოვების უფლება მისცა ვინაიდან, მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ წინასწარმეტყველის ნებისმიერი ფორმით გამოსახვა მისი გმობაა.

მნიშვნელოვანი იყო კამელ კაბტანის, ლიონის მეჩეთის რექტორის, განცხადება, სადაც იგი ამბობდა, რომ ტერორისტები რელიგიას იყენებენ პოლიტიკური მიზნით, ხოლო სამუელ პატი საკუთარ საქმეს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი, პარიზის რესპუბლიკის მოედანზე გამართულ შეკრებას, განათლების მინისტრთან, ჟან მიშელ ბლანკერთან, ერთად დაესწრო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოლიდარობა მასწავლებლების მიმართ უმნიშვნელოვანესია, რადგან პარასკევს მომხდარი ტრაგედია თითოეულ ფრანგს ეხება, როგორც რესპუბლიკაზე განხორციელებული თავდასხმა.