Miss Dior-ის სილამაზით, საოცრებებითა და დრამატულობით სავსე ახალი სამყარო

დიორს, ისევე როგორც ყველა მდიდრულ მოდის სახლს, ყავს თავისი თანამედროვე მუზა. კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი, ნატალი პორტმანი 2011 წლიდან ფრანგული მდიდრული მოდის სახლის საკულტო სუნამოს Miss Dior-ის სახეა. 12 წლის ასაკიდან ნატალი პორტმანი რჩება ჰოლივუდის საყრდენად, იმ მნიშვნელოვანი კინოკარიერით, რომელიც გვიჩვენებს წარმატებულ ქალს, როგორც კამერის წინ, ისე მის უკან. მას შემდეგ, რაც მსახიობი 40 წლის გახდა, მან ასევე აღნიშნა ათწლეული, როგორც დიორის სახემ, იმ ცნობილი როლით, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი და შთამაგონებელია მსახიობის სხვა განსახიერებული პერსონაჟებთან ერთად.

Photo: wwd.com

მსახიობმა მონაწილეობა მიიღო 2021 წლის კამპანიაშიც და უკან დაიბრუნა თავისუფლების მოყვარე, უდარდელი გმირის როლი, რომელიც განასახიერებს საკულტო არომატს… კამპანიის ვიდეო რგოლი, ხაზს უსვამს Miss Dior-ის სილამაზით, საოცრებებითა და დრამატულობით სავსე სამყაროს.

Dior არ არის მხოლოდ სილამაზის და მოდის კომპანია, არამედ მის უკან დიდი ისტორია იმალება. – „ამ ისტორიასთან დაკავშირება მართლაც დიდი პატივია“, – აღნიშნა ნატალი პორტმანმა ცნობილი სუნამოს შესახებ, რომელიც 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ომის ბნელი პერიოდის დასრულების შემდეგ, სუნამო წარმოადგენდა იმედის და ბედნიერების თავიდან შეგრძნების სურვილს. კრისტიან დიორისთვის ეს სურნელი სინონიმი იყო განახლებული ბედნიერების, პოეზიის და ჰარმონიის. დიზაინერმა, ეს სუნამო საკუთარ დას ქეთრინს მიუძღვნა.

Photo: Dior.com

ვიდეო რგოლში მსახიობს ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, მარია გრაცია ჩიურის მიერ შექმნილი, ბრწყინვალე აბრეშუმის კაბა აცვია. კაბა „მილფიორის“ უთვალავი ყვავილით არის მოქარგული. კაბის შექმნას 500 საათი დასჭირდა და ის მთლიანად ხელით არის ნაქარგი და შეკერილი.

Photo: vanityfair.com