ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „სან სებასტიანის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წელს წარდგენილმა დეა კულუმბეგაშვილის ქართულ-ფრანგულმა ფილმმა „დასაწყისი“ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა.
საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება. სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალური სელექციის ჟიურის ხუთი წევრი ჰყავს:
- ჟიურის თავმჯდომარე – დეა კულუმბეგაშვილი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველო
- მაიტ ალბერდი, რეჟისორი და სცენარისტი, ჩილე
- ოდრი დივანი, სცენარისტი და რეჟისორი, ლიბანი-საფრანგეთი
- სუზი სანჩესი, მსახიობი, ესპანეთი
- ტედ ჰოუპი, რეჟისორი, აშშ
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი გასული წლის კანის კინოფესტივალის სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრებს შორისაც დასახელდა.
ინტერვიუ დეა კულუმბეგაშვილთან, Forbes Woman Georgia-ს არქივიდან: იდეების მატერიალიზაცია | ინტერვიუ რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილთან