2020 წლის ოლიმპიური თამაშები კორონა პანდემიის გამო გადაიდო, ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი ოლიმპიადას, იაპონიის დედაქალაქმა, ტოკიომ უმასპინძლა.
წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე რეკორდული რაოდენობის სპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის იყვნენ ლგბტქ+ სპორტსმენები, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობისთვის მედლები გადაეცათ, რამდენიმე კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ტოკიო 2020 უფრო მეტ ლგბტქ+ სპორტსმენს ითვლის, ვიდრე წინა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ პირველი ტრანსგენდერი და არაბინარული სპორტსმენები.
ტომ დელი – დიდი ბრიტანეთის გუნდის წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა მამაკაცთა სინქრონული 10 მეტრიანი პლატფორმიდან წყალში ყვინთვისთვის და განაცხადა, რომ „წარმოუდგენლად ამაყია, რომ გეი და ოლიმპიური ჩემპიონია“. ეს მისი პირველი ოლიმპიური ოქროა.
ანა მარსელა, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი, ქალთა 10-კილომეტრიანი ცურვის მარათონში.
ნაომი ბეიკერმა ოქროს მედალი ქალთა ფეხბურთში მოიპოვა.
ალი კარდამ და აშშ-ს გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს სოფტბოლში.
ამანდა ჩიდესტერი და აშშ-ს გუნდი ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან სოფტბოლში.
ამანდინ ბუშარდმა საფრანგეთის გუნდს, ძიუდოში ასპარეზობის შედეგად, ვერცხლის მედალი მოუტანა.
კარლ ჰესტერმა და დიდი ბრიტანეთის გუნდმა საცხენოსნო შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჰეილი მაკკლინი და აშშ-ს გუნდი ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან სოფტბოლში.
ჯოი ლიმ და კანადის გუნდმა სოფტბოლში მექსიკა დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
ლარისა ფრანკლინმა და კანადის გუნდმა სოფტბოლში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.